LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი ნიკოლა სარკოზის შეხვდა [ვიდეო]

Безымянный

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის დასრულების შემდეგ ერთმანეთს შეხვდნენ.

ნიკოლა სარკოზი საქართველოში დღეს ჩამოვიდა.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში 1 800-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. სტუმრებს შორის იყვნენ მმართველი გუნდისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ცერემონიისთვის 50-ზე მეტი ქვეყნის 150-ზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი ჩამოვიდა.

ცერემონიას მოქმედი პრეზიდენტებიდან მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი,არმენ სარქსიანი დაესწრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები