LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს: ჩვენ ერთად გავივლით ჩვენს მომავალ გზას ევროპისკენ

38
დამოუკიდებლობა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, საქართველომ და უკრაინამ თავისუფლებამდე ერთნაირი გზა გაიარეს და ორი ქვეყანა ერთად გაივლის გზას ევროპისკენ.

„უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 30 წლის შემდეგ, მსურს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს ბედნიერი დამოუკიდებლობის დღე ვუსურვო.

საქართველომ და უკრაინამ გაიარეს ერთნაირი გზა თავისუფლებამდე და ჩვენ ერთად გავივლით ჩვენს მომავალ გზას ევროპისკენ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

უკრაინამ დამოუკიდებლობის დღე 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები