LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილმა, ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან და დიპლომატებთან შეხვედრა გამართა

112
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან და დიპლომატებთან შეხვედრა გამართა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრას ესწრებოდნენ: ესტონეთის, ლიეტუვის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ბულგარეთის ელჩები, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. როგორც პრეზიდენტმა ელჩებთან შეხვედრაზე აღნიშნა, საზოგადოებრივი თანხმობის მისაღწევად და პოლარიზაციის შესამცირებლად მზადაა ყველა პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლოს, რომელსაც არა აქვს დესტაბილიზაციისაკენ მიმართული მოწოდებები და იდეები.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო სტაბილურობის კერას წარმოადგენს, შესაბამისად, ადვილი მისახვედრია ვის აწყობს საქართველოში ვითარების დაძაბვა და დესტაბილიზაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები