LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბშვილი “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა

73
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.

სალომე ზურაბიშვილი “ასტრაზენეკას” ვაქცინით რამდენიმე წუთის წინ საჯაროდ, კამერების წინ აიცრა.

ზურაბიშვილმა ვაქცინა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გაიკეთა.

მას დგილზე საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია დახვდნენ.

ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს მისი დაბადების დღეა და ხუმრობით იკითხა – “რა ვქნა, შემიძლია დავლიო ერთი ჭიქა ღვინო?”, მედპერსონალის პასუხზე, რომ ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება, პრეზიდენტმა ასევე ხუმრობით აღნიშნა: “ვაიმე, ჩამიშალეთ დაბადების დღე”.

შეგახსენებთ, ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში 15 მარტს დაიწყო.

პირველ ეტაპზე, “ასტრაზენეკას” ვაქცინით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იცრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები