LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამადაშვილი: „ქართული ოცნება“ ქვეყანას სადაც მიაქანებს, გასაგებია, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება არ არის ამის ალტერნატივა

72
სალომე-სამადაშვილი

„ქართული ოცნება“ ქვეყანას სადაც მიაქანებს, გასაგებია, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება არ არის ამის ალტერნატივა, – აღნიშნულის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანები ალტერნატიულ შეთავაზებას ელოდებიან და პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ აქვს პოტენციალი, შექმნას ეს შეთავაზება.

“როგორც უდაბნოში ადამიანი წყალს ეძებს, ასე ელოდებიან ადამიანები ალტერნატიულ შეთავაზებას. ჩვენ არ ვართ კმაყოფილი იმ პოზიციით, რომელიც დღეს გვაქვს, მაგრამ გვჯერა, რომ გვაქვს პოტენციალი, შევქმნათ სწორედ ის შეთავაზება, რაც დღეს ძალიან ბევრ ადამიანს უნდა ამ ქვეყანაში. ქვეყანაში მყარად ჩამოყალიბდა ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანის აზრი, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანას სადაც მიაქანებს, გასაგებია, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება არ არის ამის ალტერნატივა და სწორედ ამ პოზიციას ვიზიარებთ ჩვენც”, – საუბრობს სალომე სამადაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები