LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამაია კაცებით – ქუთაისელი მხატვრის ახალი პროტესტი

834
სამაია

კაცები ცეკვავენ “სამაიას” – ეს ქუთაისელი მხატვრისა და აქტივისტის ლია უკლებას ბოლო ნახატია, რომლითაც ის ნაციონალური ბალეტის “სუხიშვილების” ხელმძღვანელ ნინო სუხიშვილს პასუხობს.

როგორც თავად მხატვარი “ფორტუნასთან” ამბობს, ნახატი სამაია, რომელშიც ცეკვას კაცები ასრულებენ, სწორედ ნინოს სიტყვებით იყო ინსპირირებული.

“სამაია” არის პასუხი სტერეოტიპულ აზრზე, რომ ქართული ცეკვა კაცურია. ეს აზრი ქალბატონმა ნინო სუხიშვილმა გამოთქვა. არ ვიცი რატომ მიიჩნევს, რომ გეი აუცილებლად ფემინურობას გულისხმობს, ესეც კიდევ ერთი სტერეოტიპია, თუმცა ცეკვა კულტურის ნაწილია და ხალხს ეკუთვნის. რომელიმე ანსამბლს არ აქვს ექსკლუზივი და შესაბამისად, ყველას აქვს უფლება ის იცეკვოს, რაც უნდა და ისე გამოიყურებოდეს ცეკვაში, როგორც უნდა”, – თქვა ლია უკლებამ “ფორტუნასთან”.

 

ლია უკლებას ეს პროტესტი ნინო სუხიშვილის ნათქვამს უკავშირდება, რომელმაც თქვა, რომ “ქართული ცეკვა კაცურია”, ჰომოსექსუალი კი აქამდე სუხიშვილების ანსამბლში არ ჰყოლია.

ნინო სუხიშვილის ამ განცხადებას წინ უძღოდა ფილმის „და შემდეგ ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორის, ლევან აკინის გამოცემა The Guardian-სთვის ნათქვამი სიტყვები, რომ ანსამბლ „სუხიშვილების“ ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა „ფილმს პრობლემები შეუქმნა“, „ფილმიდან მოცეკვავეები დაბლოკა და მათ უთხრა, რომ ფილმში მონაწილეობის შემთხვევაში ვეღარასოდეს იცეკვებდნენ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები