LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამარყანდიდან და ბუხარადან საქართველოში ავიარეისების დანიშვნა განიხილება

633
_123311153_paleedsbradford

სამარყანდიდან და ბუხარადან საქართველოში ავიარეისების დანიშვნა იგეგმება. ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უზბეკეთთან ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა. მათ შორის საუბარი შეეხო ტურიზმის მიმართულებასაც.

„იცით, რომ გაზრდილია პირდაპირი ფრენები ტაშკენტს, თბილისსა და ბათუმს შორის. დაემატა ბათუმის მიმართულება, მაგრამ საუბარია ამ შემთხვევაში სამარყანდიდან და ბუხარადან დამატებითი რეისების დანიშვნაზე საქართველოში. ჩვენი შეთავაზებაა, რომ ქუთაისის მიმართულებითაც დაემატოს რეისები და რეალურად, გავზარდოთ ტურისტების ნაკადი უზბეკეთის მხრიდან და ასევე საუბარია იმაზე, რომ უზბეკმა ინვესტორებმა სრულად შეისწავლონ ქართული ტურისტული პოტენციალი და მოახდინონ ინვესტიციების განხორციელება ქართულ ტურისტულ ინფრასტრუქტურაში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

უზბეკეთთან თანამშრომლობა პრიორიტეტულია, ჩვენ დავსახეთ თანამშრომლობის ძალიან კონკრეტული მიზნები – დავითაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები