LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამაშველო ღონისძიება გრძელდება თეთნულდის მწვერვალზე მყოფი 3 მთამსვლელის გამოსაყვანად

73
Mt_Tetnuldi_(Photo_A._Muhranoff,_2011)

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თეთნულდის მწვერვალზე მყოფი 3 მთამსვლელის გამოსაყვანად სამაშველო ღონისძიება გრძელდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, თეთნულდის მწვერვალზე მყოფი უცხოეთის 6 მოქალაქიდან ორი დაშავებული პირი და ერთი გარდაცვლილის ცხედარი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, მესტიაში გადმოიყვანეს.

სამაშველო ღონისძიება გრძელდება თეთნულდის მწვერვალზე მყოფი 3 მთამსვლელის გამოსაყვანად.

დაშავებული მთამსვლელების ინფორმაციით, სამივე მთამსვლელი საკუთარი ძალებით მოემართებიან დასახლებული პუნქტის მიმართულებით. მათ შესახვედრად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა ჯგუფი, სრული სამთო აღჭურვილობით, ქვეითად მოძრაობს.

სამაშველო ღონისძიებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, სამეგრელო ზემო-სვანეთის სპეციალიზებული სამაშველო განყოფილების მაშველები მონაწილეობენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები