LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამეცნიერო გარღვევა“ – ჯანმო „დექსამეტაზონთან” დაკავშირებულ აღმოჩენას აფასებს

198
A pharmacist displays a box of Dexamethasone at the Erasme Hospital amid the coronavirus disease (COVID-19) outbreak, in Brussels, Belgium, June 16, 2020. REUTERS/Yves Herman

ბრი­ტა­ნე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის მიგ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლის თა­ნახ­მა­დ “დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი“ კორონავირუსით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მო­სა­ჯან­მრთე­ლებ­ლად ეფექ­ტიანი პრე­პა­რა­ტია, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

ბიბისი: „დექსამეტაზონს“ მძიმე კოვიდ-პაციენტების გადარჩენა შეუძლია“

„დექსამეტაზონი“ ერთადერთი პრეპარატია, რომელმაც უჩვენა, რომ რეალურად შეუძლია სასიკვდილო რისკების შემცირება, სწორედ ამიტომ ამ აღმოჩენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიესალმება „დექსამეტაზონთან“ დაკავშირებული კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვით კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისგადარჩენა შეუძლია.

„ეს პირველი პრეპარატია, რომელმაც სიკვდილიანობის შემცირება გვაჩვენა კორონავირუსით დაავადებულ იმ პაციენტებს შორის, რომლებსაც ჟანგბადის მიწოდება ან ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია სჭირდებათ. ეს მშვენიერი ამბავია. ვულოცავ დიდი ბრიტანეთის მთავრობას, ოქსფორდის უნივერსიტეტს და ბრიტანელ ექიმებსა და პაციენტებს, რომლებმაც ამ სამეცნიერო გარღვევაში წვლილი შეიტანეს“, – ნათქვამია ტედროს ადანომ გებრეიესუსის განცხადებაში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ლონდონმა მას წარუდგინა გამოცდის პირველადი შედეგები. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ უახლოეს ხანებში მოუთმენლად ელოდებიან სრული ანალიზის შესახებ ინფორმაციას.

BBC - "დექსამეტაზონი" კორონავირუსის ...

 

გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ იაფ და ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბულ პრე­პა­რატ “დექ­სა­მე­ტა­ზონს” შე­უძ­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტე­ბის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნოს.

ბრი­ტა­ნელ ექ­სპერტთა თქმით, კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ “დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი” 1/3-ით ამ­ცი­რებს გარ­დაც­ვა­ლე­ბის რისკს ისეთ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რო­მელ­თაც ფილ­ტვის ხე­ლოვ­ნუ­რი ვენ­ტი­ლა­ცია სჭირ­დე­ბათ, ხოლო 1/5-ით ისეთ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რომ­ლებ­საც ჟანგბა­დი ესა­ჭი­რო­ე­ბათ.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვარაუდობენ, რომ დიდ ბრი­ტა­ნეთს ეს პრე­პა­რა­ტი პან­დე­მი­ის და­სა­წყი­სი­დან­ვე რომ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და და­ახ­ლო­ე­ბით 5 000 პა­ცი­ენ­ტის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა.

ვარაუდობენ, რომ აღ­მო­ჩე­ნა შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო იყოს ღა­რი­ბი ქვეყ­ნე­ბის­თვის, სა­დაც ვირუ­სით ინ­ფიც­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან დი­დია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები