LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამედიცინო ფაკულტეტის უფროსკურსელები გადამზადდებიან და ჩვენს ექიმებს დაეხმარებიან: განათლების მინისტრი

75
BeFunky-collage - 2020-10-26T115609.940

საქართველოში სამედიცინო ფაკულტეტის უფროსკურსელთა გადამზადება იწყება და საჭიროების შემთხვევაში ისინი ჩაერთვებიან კოვიდინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბაზა ერთ კვირაში უკვე მზად იქნება, დღეს განათლების მინისტრი სამედიცინო ფაკულტეტის ხელმძღვანელებს შეხვდება. ამის შესახებ მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციოს საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევაა

“დღეს უწყებათაშორისი კომისიის საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან, გაივლიან სწრაფ კურსს იმისთვის, რომ შეიქმნას ერთგვარი სამედიცინო პერსონალის რეზერვი და საჭიროების შემთხვევაში, ჩაერთვებიან კოვიდის სამედიცინო მენეჯმენტში და დაეხმარებიან ჩვენს ექიმებს.

დღეს ვხვდები სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორებს, ასევე სამედიცინო ფაკულტეტის ხელმძღვანელებს და ამ პროცესს დავიწყებთ. მაქსიმუმ ერთ კვირაში გვექნება ბაზა, ვინც გაიარა ეს ტრენინგი.

კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა

მიმართულება ინება სხვადასხვა. მომზადების კურსი მრავალწახნაგიანი იქნება, სიტუაციის მიხედვით, ექიმებს რა მიმართულებით დასჭირდებათ დახმარება, ისინი დაეხმარებიან” – განაცხადა განათლების მინისტრმა.

ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება: მეზვრიშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები