LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამედიცინო რჩევების საწინააღმდეგოდ, რელიგიური შეკრებები კანონით არ შეზღუდულა – Amnesty International

178
BeFunky-collage (6)

ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International ახალ კორონავირუსის წინააღმდეგ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მდებარე სახელმწიფოების მიერ მიღებულ ზომებთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს. საუბარია საქართველოზეც და აღნიშნულია, რომ ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ზომები აუცილებელი და პროპორციული იყო. თუმცა, ამავდროულად, ორგანიზაცია დისკრიმინაციულ მიდგომაზე საუბრობს, რაც მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ერთგვარი პრივილეგიის მინიჭებას ეხება.

ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ სამედიცინო რჩევების მიუხედავად, რელიგიური შეკრებები კანონით არ აკრძალული და მეტწილად იმისთვის, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას ლიტურგიების ჩატარების უფლება ჰქონოდა.

“გაიზარდა წუხილი იმის შესახებ, რომ კონკრეტული ზომები დისკრიმინაციულად აღსრულდებოდა. სამედიცინო რჩევების საწინააღმდეგოდ, რელიგიური შეკრებები კანონის საფუძველზე არ შეზღუდულა უმეტესად იმიტომ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან სააღდგომო ლიტურგიის ჩატარება უზრუნველყოფილიყო. “- წერს Amnesty International.

ასევე, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ბზობასა და აღდგომის ღამეს ლიტურგიაში ათეულობით მორწმუნე იღებდა მონაწილეობას. ამავე დროს კი, სხვა რელიგიური ჯგუფები, ნებაყოფლობით დათანხმდა, რომ თავიანთი სალოცავი ადგილები ხალხისთვის დაეკეტათ.

შეგახსენებთ, საპატრიარქოსა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ კომენდანტის მიუხედავად 19 აპრილს სააღდგომო ღამისთევის ლიტურგია ჩვეულებრივ ჩატარდა. მრევლი ეკლესიებში 21:00 საათამდე შეიკრიბა და იქაურობა, დაახლოებით, 9 საათის განმავლობაში, 06:00 საათამდე არ დაუტოვებია.

პოპულალურები