LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამედიცინოს ლექტორი: “გესმით, რომ ომია, ომი და უკვე ეს პატარა გოგო-ბიჭებია თოფის ლულაში მიცემული…”

440
zuravinecki

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი, ზურაბ ვენეცკი სოციალურ ქსელში თავისი სტუდენტების შესახებ წერს, რომლებიც კოვიდთან ბრძოლაში დღესა და ღამეს ასწორებენ და ფოტოებსაც აქვეყნებს.

“მედიცინის ფაკულტეტის მეხუთე კურსი მყავს დისტანციურად. დღეს ერთი ბიჭი ჩამერთო – ოთო, ახლა მოვდივარ მორიგეობიდანო. ერთი კვირა ყოფილა კოვიდრეანიმაციაში. დღეში 4-5 საათი ძილი, ერთხელ მსუბუქად ჭამა და დანარჩენი დრო მომაკვდავი ადამიანების გადარჩენისთვის თავგანწირული ბრძოლა. გუშინ ოთხი გარდაიცვალაო. მეორეს, ერეკლეს, მორიგეობიდან “აჰყვა” კოვიდი და ახლა სიცხეებით და სხვა სიმპტომებით სახლში მკურნალობს. გესმით თქვენ, რასთან გვაქვს საქმე? გესმით, რომ ომია, ომი და უკვე ეს პატარა გოგო-ბიჭებია თოფის ლულაში მიცემული – ჩემი და თქვენი შვილები და შვილიშვილები. მერე ჩვენ რას ვაკეთებთ,შავი პარასკევის რიგებში ვდგავართ არა მთელი “შეგნებული” საზოგადოება? და რა ჰქვია ამას…”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები