LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ოჯახის სტატუსით ბოლოჯერ გამოჩნდებიან

171
queenmegan-hrr

კვირას დედოფალი ელისაბეტი და პრინცი ჰარი ერთმანეთს შეხვდნენ. პრინცი ჰარი 93 წლის მონარქს უინძორის სასახლეში შეხვდა და მასთან „მეგსითის“ ყველა დეტალი განიხილა.

როგორც ინსაიდერები ამტკიცებენ, შეხვედრა ბებიასთან 4 საათს გაგრძელდა და საკმაოდ შედეგიანიც იყო. დედოფალმა პრინც ჰარის უთხრა, რომ ნებისმიერ დროს მას შეუძლია დაბრუნდეს სამეფო ოჯახში და ძველი ტიტული დაიბრუნოს.

ცნობილია, რომ პრინცი ჰარი მეგან მარკლისთან ერთად 9 მარტს, ვესტმინსტერის სააბატოში დაგეგმილ ღონისძებაზე გამოჩნდება. ეს იქნება მეუღლეების ბოლო გამოჩენა სამეფო ოჯახის წევრების ამპლუაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები