LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეფო ოჯახის დატოვების შესახებ გავრცელებული განცხადების შემდეგ მეგან მარკლი პირველად გამოჩნდა (ფოტო)

880
megan news34343422132545

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ცნობილი იყო, რომ 2020 წელი დატვირთული უნდა ყოფილიყო პრინცი ჰარისა და მეგან მარკლისთვის. მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურნე და ვიზიტი ჰქონდათ დაგეგმილი. დღეს კი, სამეფო ოჯახის დატოვების შესახებ გავრცელებული განცხადება, ყველაფერს თავდაყირა აყენებს.

ამ სკანდალური განცხადების გავრცელების შემდეგ, მეგან მარკლი პირველად გამოჩნდა. ის პაპარაცებმა ლონდონის თეატრის დატოვების მომენტში გადაიღეს. ეს სწორედ ის სამეფო თეატრია, რომლის პატრონაჟიც მეგან მარკლის დედოფალმა 2019 წელს დაავალა. სასექსის ჯერ კიდევ მოქმედმა ჰერცოგინიამ თეატრი დაცვის გაძლიერებული თანხლებით დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები