LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეფო რომანები, რომელთაც სამყარო შეძრეს

354
FORTUNA. GE

კაპრიზულ მონარქებს სასიყვარულო რომანებიც უჩვეულო აქვთ და ხშირად სამეფო პრივილეგიებზეც უარს ამბობენ რომანტიკული სურვილების ასასრულებლად.

თვალი გადაავლეთ სამეფო რომანებს, რომელთაც სამყარო შეძრეს:

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი – წყვილის რომანზე პირველად 2016 წელს ალაპარაკდნენ, როცა პრინცმა ოფიციალურად დაადასტურა გავრცელებული ხმები მის სასიყვარულო თავგადასავლებზე. თუმცა, სინამდვილეში ჰარი ჯერ კიდევ სერიალის „ფორს-მაჟორის“ ნახვისას მოიხიბლა მეგანით, რაშიც მეგობარს გამოუტყდა და მასთან შეხვედრის მოწყობა სთხოვა. შეხვედრა სულ მალე შედგა, როცა მარკლი სერენა უილიამსს გულშემატკივრობდა უიმბლდონის ტურნირზე. ჰარიმ და მეგანმა სწრაფად გამონახეს საერთო ენა, მერე კი, აფრიკაში გაემგზავრნენ სამოგზაუროდ, სადც პრინცის განცხადებით, უკეთ გაიცნო საკუთარი რჩეული და სწორედ იქ გადაწყვიტა მისი ცოლად მოყვანა.

მეფე ედუარდი და უილის სიმპსონი – სინამდვილეში, პირველი ამერიკელი, ვინც ბუკინგემის სასახლე ააფორიაქა, არა მეგან მარკლი, არამედ უილის სიმპსონი იყო, რომელმაც 37 წლის ედუარდს სამეფო ტახტზე უარის თქმა აიძულა. საბედისწერო შეხვედრამდე სიმპსონმა ორჯერ მოასწრო გათხოვება და განქორწინება, ედუარდმა კი, რომანტიკული დრამა გადაიტანა ძველ საყვარელთან და სამუდამოდ გაუცრუვდა ნამდვილი სიყვარულის პოვნის იმედი. თუმცა, ისე მოიხიბლა უილისით, რომ 325-დღიანი მეფობის შემდეგ თავად თქვა უარი სამეფო ტახტზე და ახალდაქორწინებულმა ჯერ აფრიკაში იმოგზაურა, მერე საყვარელ ქალთან ერთად გადასახლდა მაიამიში.

თავადი რენიე და გრეის კელი – 1955 წლის კანის ფესტივალი მართლაც უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა 27 წლის გრეის კელის ცხოვრებაში, რადგან სწორედ მაშინ შეხვდა რენიე მესამეს, რომელმაც რამდენიმეთვიანი რომანტიკული მიმოწერის შემდეგ, ამერიკაში ჩააკითხა საყვარელ ქალს და სახლში ესტუმრა, ოფიციალურად სთხოვა ცოლობა მშობლების თანდასწრებით და Cartier-ეს ოთხკარატიანი ბრილიანტის ბეჭედიც უსახსოვრა.

ფილიპ მეექვსე და ლეტისია ორტისი – მომავალმა მონარქმა და რიგითმა ჟურნალისტმა ერთმანეთი ინნტერვიუს დროს გაიცნეს და მართალია, ლეტიციას უკვე ჰქონდა უიღბლო ქორწინების გამოცდილება, მაგრამ ფელიპემ მაინც არ დაიხია უკან და მშობლების უკმაყოფილების მიუხედავად, მაინც იქორწინა საყვარელ ქალზე. მართალია, ესპანელებმა ნაკლებად მოიწონეს პრინცის გადაწყვეტილება, მაგრამ ორტისმა სწრაფად მოიპოვა ხალხის ნდობა და პატივისცემა.