LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეგრელო წალეკა კონტრაბანდამ – ანა წითლიძე ფინანსთა მინისტრს

114
ana 33

„ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანა წითლიძე პარლამენტში მისულ ფინანსთა მინისტრს სამეგრელოში კონტრაბანდის გახშირებული შემთხვევების შესახებ კითხვით მიმართავს.

დეპუტატი იმ მაღალჩინოსნების გვარებით დაინტერესდა, ვინც ხელს უწყობს ამ პროცესებს და ლაშა ხუციშვილს ჰკითხა, გრძნობს თუ არა მინისტრი კონტრაბანდით ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის გამო პასუხისმგებლობას.

„ბოლო რამდენიმე წელია სამეგრელო წალეკა კონტრაბანდამ. ამაში გარეულნი არიან მაღალჩინოსნები, რომლებსაც სისტემა იცავს. რამდენიმეჯერ მივმართე ზუგდიდის ფინანსურ პოლიციას დავუსახელე გვარები, თუმცა რას აკეთებს ამ დროს ფინანსური პოლიცია?

ისინი არბევენ ბაზარში მოვაჭრეებს, რომლებიც 2-3 სიგარეტს ყიდიან და ოჯახს არჩენენ, მაგრამ იცავს მაღალჩინოსნებს, რომლებიც ამდენი წელია კონტრაბანდულ ბიზნესში არიან გარეულნი. ვითხოვ პასუხს – ვინ არიან მაღალჩინოსნები, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან ამ რაოდენობის უაქციზო სიგარეტის გადმოტანას ახერხებენ და თუ გრძნობთ პასუხისმგებლობას რამხელა ზიანი ადგება ამით ბიუჯეტს?!“, – მიმართა დეპუტატმა მინისტრს.

ანა წითლიძემ ფინანსთა მინისტრს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე დაუსვა კითხვა.

„ჩემი მეორე კითხვა ეხება ანაკლიას, როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან დავაშია და თუ ამ დავას წავაგებთ, ასეულობით მილიონი ისევ საქართველოს ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

თქვენ თავად აღნიშნავთ, რომ 2021 წლის ბიუჯეტში ამ დავის გამო, ახალი ტენდერის გამოცხადება შესაძლოა, რისკის ქვეშ დადგეს. თქვენ უთითებთ, რომ 2021 წლის ბიუჯეტში ანაკლიისთვის 1.5 მლნ ლარია გათვალისწინებული. რაში დაიხარჯება ეს თანხა?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები