LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეგრელოში 12 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით 40 წლამდე ასაკის კაცი დააკავეს

135
არასრულწლოვანზე ძალადობა

სამეგრელოში, კერძოდ კი, ხობში 12 წლის არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით 40 წლამდე ასაკის კაცი დააკავეს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ძალადობის მსხვერპლის ოჯახის ახლობელია.