LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეგრელოში თვალის წვეთებისა და კალცის აბების წარმოება იწყება – პროდუქცია უცხოეთშიც გაიყიდება

297
00-1-1

სამეგრელოში თვალის წვეთებისა და კალცის აბების წარმოება იწყება – პროდუქცია უცხოეთშიც გაიყიდება. პროექტს კომპანია Group Anaklia ახორციელებს, რომელმაც ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში მინი ქარხნის მშენებლობა უკვე დაიწყო. ინფორმაციას „ბიზნესპარტნიორი“ ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ Group Anaklia-ს საწარმოში იგეგმება კოსმეტიკური საშუალებების, თვალის წვეთების და ბუნებრივი კალცის აბების წარმოება, რომელიც საწყის ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, შემდეგ კი ექსპორტზეც გავა.

არსებული ინფორმაციით, ქარხანა ექსპლოატაციაში წელიწად-ნახევარში შევა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 500 ათასი დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები