LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეზობლო დავად განიხილავენ კბილებამდე შეიარაღებული ტიპის მუქარას – ბაია პატარაია

283
baia-pataraia

სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ბაია პატარაია არასრულწლოვნებზე და მათ მშობლებზე განხორციელებული ძალადობის შემთხვევის შესახებ წერს. როგორც ბაია პატარაია აღნიშნავს, პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოსცა.

უფლებადამცველი ამბობს, რომ ქურდული მენტალობის მქონე პირის მუქარას და ძალადობას სამეზობლო დავად განიხილავენ. მისივე ინფორმაციით, ცოლ-ქმარმა აღნიშნული პირის მუქარის გამო განქორწინებას მოაწერეს ხელი.

“რა აღარ მინახავს ჩემ პრაქტიკაში, მაგრამ ეს ამბავი არაფერში არ ეწერება:
გუშინ მოგვმართა ერთმა ოჯახმა, რომელსაც საშინლად ავიწროებს ვინმე ძველი ბიჭი, როემლსაც ამას წინათ საკუთარი მამა “შემოაკვდა” და ერთი დღე არ გაუტარებია ამის გამო ციხეში. გადაკიდებულია ოჯახის ყველა წევრზე თვითონ და მთელი თავისი ხროვა საძმაკაცო. სრულ ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებს 2 არასრულწლოვანს, ფიზიკურადაც კი ეხება მათ. ამასთან, ბლატაობს რომ ოცნების მხარდამჭერია და რიმა ბერიძეს ეხმარებოდა არჩევნებში მოსაგებად (რიმას ადგილას მე ძალიან შევწუხდებოდი, სხვათაშორის ამ ოჯახმა რიმას დახმარება ადრეც სთხოვა). ერთხელ დააკავეს მუქარაზე, მაგრამ გამართლდა!!! როგორ მართლდებიან ასეთი ადამიანები ჩვენ სისტემაში, მართლა არ ვიცი. ციხიდან გამოვიდა ახლახანს და იმ დღესვე იარაღით მიუვარდა ამ ოჯახს და მოკვლით ემუქრებოდა ყველას. ერთი არასრულწლოვანი სახლიდან ვერ გამოდის, ისეთი შეშინებულია.

“საფარმა” ამ ორ დღეში, რაც მოგვმართეს, ბევრი ვერაფერი მოვახერხეთ, მხოლოდ ქალისთვის დავაწერინეთ შემაკავებელი ორდერი პოლიციას ჯერჯერობით. მეტი ვერაფერი! სამეზობლო დავად განიხილავენ ქურუდული მენტალობის, კბილებამდე შეიარაღებული ტიპის მუქარას, რომელსაც ჰყავს თავის ბანდა.
ზეწოლის ხარისხი რომ წარმოიდგინოთ, მხოლოდ ერთ ინციდენტს გეტყვით და ალბათ მიხვდებით, რა ტერორში ყავთ ხალხი. გასულ ოქტომბერს ეს ცოლ-ქმარი ამ კაცის ციხიდან მუქარის და უბნის ძველი ბიჭების ჩართულობის ფონზე ერთმანეთს გაცილდნენ, რადგან კაცს სთხოვდნენ დოკუმენტის წარდგენას, რომ “პოლიციაში ჩამბოზებელი ცოლი” სახლიდან გაეგდო. განქორწინების მოწმობა არსებობს (თუცმა რეალურად არ დაშორებულან). ამის შესახებ პოლიციაში შემოდგომასვე განაცხადეს, მაგრამ არაფერი. დღემდე თურმე თურმე სამეზობლო დავაა და თურმე სასამართლომ გაამართლა ეს კაცი და მეორეჯერ ვერ დააკავებენ მუქარისთვის ერთხელ გამართლებულს.

ამ ხალხს და ამ ამბავს შაბათს რუსთავი 2-ის ეთერში საკუთარი თვალით იხილავთ.
პ.ს. კრიმინალი მართლაც რომ შესანიშნავად გრძნობს თავს!”- წერს სოციალურ ქსელში ბაია პატარაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები