LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამგორში დემონტაჟისთვის გამზადებული ვაგონი იწვის – ცეცხლს 14 ეკიპაჟი აქრობს

103
33

სამგორში დემონტაჟისთვის გამზადებულ ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„სამგორში ცეცხლი უკიდია დემონტაჟისთვის გამზადებულ ვაგონს, რომელიც რკინიგზის ჩიხში იდგა და საწვავის გადასაზიდად გამოიყენებოდა. ხანძრის შედეგად  დაშავებული არავინ არ არის. ადგილზე 14 ეკიპაჟი მუშაობს“, – აცხადებენ უწყებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები