LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი ახალი საბაგირო და სასრიალო არეალები – დამსვენებლებისთვის ბაკურიანში სიახლეებია

431
75241273-502207400367064-2769077200845012992-n

ბაკურიანი ზამთრის სეზონს სამი ახალი საბაგიროთი და ახალი სასრიალო არეალებით შეხვდება. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელის თაზო გამცემლიძის ინფორმაციით, კურორტზე ახალი ინფრასტრუქტურა ეწყობა.

„ემატება ახალი სასრიალო არეალები. გარდა ტურისტების უკეთ მომსახურებისა, ახალი საბაგიროები ასევე გათვალისწინებულია 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. მოგეხსენებათ, საქართველო თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა. ასევე, იგეგმება დიდი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელშიც შედის გათოვლიანების სისტემები, წყლის რეზერვუარები ხელოვნური თოვლისთვის“, – აღნიშნა მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა.

მისივე ინფორმაციით, ამასთან, ბაკურიანში დიდველზე 10 ახალი გონდოლა დამონტაჟდა ძველი გონდოლის საბაგიროზე და შედეგად ძველი საბაგირო დაახლოებით საათში 350-400 კაცით მეტს გაატარებს, რაც რიგებს მნიშვნელოვნად განტვირთავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები