LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი ნაყოფი და სამივეს გულისცემა არის! –  მანანა მგალობლიშვილი ნანატრი ორსულობის გასაოცარ შედეგზე

767
mananamgaloblishvili2045

ექიმი რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს რადიოლოგიური კვლევის დასკვნა ორსულობის შესახებ. ექიმი ამბობს, რომ ეს ფიზიოლოგიურად მიღებული, ნანატრი ორსულობაა, თან სამი ნაყოფით:

„ჩემი სამუშაო ვიზიტით ბათუმი-ზუგდიდი-ფოთი სამ დღეში მოვიარე, ბევრი სასიხარულო ამბავი დამხვდა, მაგრამ ამ სამმა ტყუპმა, რომელთა დედა ზუგდიდის კლინიკა “თანაზიარში” მორიგ ვიზიტზე მობრძანდა, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა – სამი ნაყოფი და სამივეს გულისცემა არის! ღვთის მადლით, იმედია სამივეს გაგაცნობთ.

P. S. ცნობისთვის, ეს ინვიტროს შედეგი არაა, ფიზიოლოგიურად მიღწეული ნანატრი ორსულობაა.

გმადლობთ, რომ მენდობით , გისურვებთ ჯანმრთელობას. თქვენი ექიმი – მანანა მგალობლიშვილი.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები