LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი შვილის დედა პრეზენტაციაზე ჩვილთან ერთად მივიდა – ანა დოლიძის ფოტოამბავი

1323
66465303_477634309662777_9073823672199806976_n

ანა დოლიძე კოლეგის ფოტოს ავრცელებს, რომელიც უზენაეს სასამართლოში, მისივე წიგნის პრეზენტაციაზეა გადაღებული. იურისტი ქალი, პრეზენტაციაზე ახალშობილთან ერთადაა მისული და ასე ეცნობა დოლიძის ახალ წიგნის.

უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებელი წევრი წერს, რომ სწორედ ასეთი ხალხისაა ეს ქვეყანა.

“რეაქტიულ კლუბს” ჰქონდა ასეთი სტროფი “არსებობს ის რასაც ხედავ და რასაც ვერ ხედავ ისიც არსებობს.” იმ ფონზე, რასაც ვხედავთ რუსთაველზე ქვეყნის უმეტესობა აგრძელებს საქმის კეთებას. ეს ქვეყანა მათზე დგას და არა მეგაფონში პოლიტიკურ სეზონზე მოხავლე სპიკერებზე.

გუშინ უზენაესს სასამართლოში ჩემი წიგნის პრეზენტაციაზე ეს სურათი გადაიღო Leli-მ. სამი შვილის დედა, იურისტი, რომელიც ახალი წიგნის გასაცნობად მოვიდა შვილთან ერთად. აი, ასეთი ხალხისაა ეს ქვეყანა,” – წერს ანა დოლიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები