LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამხედრო ბაზები უნდა აიღონ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, თქვენ არ გაგიჭირდებათ” – ილია მეორე გერმანიის პრეზიდენტს

238
ilia meore

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მეუღლესთან ერთად შეხვდა. 

საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა: შტაინმაიერისა და სალომე ზურაბიშვილის ერთობლივი ბრიფინგი

"ჩვენი შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ არის ამოწურული" - ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერი.

ილია მეორემ სტუმრები დალოცა, რის შემდეგაც გერმანიის პრეზიდენტს უთხრა, რომ ქართველი ხალხი მის ვიზიტს დიდი იმედით უყურებს.

პატრიარქმა ოკუპაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროცესის გადასაწყვეტად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, გერმანიამ კი ამისთვის თავისი ძალა და ავტორიტეტი უნდა გამოიყენოს.

„თქვენი ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია და ჩვენი ხალხი დიდი იმედით უყურებს თქვენს ვიზიტს. მოგეხსენებათ პრობლემები ბევრია მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში.

მიგვაჩნია, რომ ყველაზე დიდი და მტკივნეული პრობლემა არის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. 20 პროცენტი მიტაცებული არის უცხო ქვეყნის მიერ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ რუსეთსაც მძიმე ტვირთად აქვს ეს პრობლემა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ეს პრობლემა გადაწყდეს.  მიგვაჩნია, რომ გერმანიას აქვს იმდენი ძალა და ავტორიტეტი, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. 

სალომე ზურაბიშვილისა და შტაინმაიერის შეხვედრა დაიწყო (ფოტოები)

შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ

ჩემი აზრით, სამხედრო ბაზები უნდა იყოს აღებული ამ ტერიტორიებიდან. თქვენ ისეთი გზა გაქვთ გამოვლილი დიპლომატიურ მუშაობაში, რომ არ გაგიჭირდებათ ამის ადგილიდან დაძვრა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და იმედით ვუყურებთ თქვენს ვიზიტს,” – მიმართა ილია მეორემ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ეძებს გამოსავალს, რათა კონფლიქტი დიპლომატიური გზით გადაიჭრას.

„თქვენ ახსენეთ, რომ უნდა მოიძებნოს კონფლიქტის გადაჭრის გზები. მინდა, გავიხსენო, როდესაც 2008 წლის ივლისში პირველად ვიმყოფებოდი საქართველოში, მაშინ გვინდოდა, მოგვეძებნა გამოსავალი, რომ ეს არ გადაზრდილიყო კონფლიქტში, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით. ვიცი, რომ თქვენი მთავრობა ეძებს გამოსავალს, კონფლიქტი დიპლომატიური გზით გადაიჭრას და რა თქმა უნდა, აქ ჩართული უნდა იყოს მეორე მხარე, რუსეთის აქტიური ჩართულობაც გარდაუვალია“, – განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

მისივე თქმით, ხვალ კონფლისქტისპირა სოფლებს ესტუმრება, სადაც სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდება.

„ხვალ დელეგაციასთან ერთად გავემგზავრებით ადმინისტრაციულ საზღვართან, სადაც დაგვხვდებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რათა ჩვენი თვალით ვნახოთ იქ არსებული სიტუაცია. მიუხედავად იმისა, რას ვნახავთ, ძალიან კარგად ვიცი, რა სიტუაციაა და ბოლო თვეების განმავლობაში გახშირდა ამ საზღვრების გავლება და კონტროლი. ეს საზღვრის გავლება ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანებზე, რომლებიც ორივე მხარეს ცხოვრობენ. ეს ერთი მხრივ, არის ჰუმანიტარული მხარე და მეორე, ძალიან მაინტერესებს, როგორ ახერხებს ავტოკეფალური ეკლესია ასეთ სიტუაციაში ეკლესიური ერთობის შენარჩუნებას“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

გერმანიის პრეზდენტი საქართველოს გუშინ ეწვია. მისი ვიზიტი კიდევ ორი დღე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები