LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრეთ ამერიკა რივერმა დაიპყრო (ფოტო, ვიდეო)

skysports-river-plate-copa_4514186

მსოფლიოს ყველაზე დიდი დერბი ნეიტრალურ ქალაქში ჩატარდა და ის „რივერ პლეიტის“ გამარჯვებით დასრულდა.

ლიბერტადორესის თასის არაერთხელ გადადებული განმეორებითი ფინალი მადრიდში გაიმართა. ნომინალური მასპინძლის რანგში „რივერ პლეიტი“ „ბოკა ხუნიორსს“ შეხვდა.

პირველი მატჩი „ბოკას“ მოედანზე 2:2 დასრულდა, განმეორებითი მატჩის ბუენოს აირესში ჩატარება კი „რივერის“ გულშემატკივრების მიერ მოწყობილი არეულობების გამო არ მოხერხდა.

„ბოკა ხუნიორსს“ მოგების შემთხვევაში მეშვიდედ დაეუფლებოდა თასს და აბსოლუტურ რეკორდსმენს, „ინდეპენდიენტეს“ გაუთანაბრდებოდა.

პირველი ტაიმის დასასრულს ბენედეტომ “ბოკა” დააწინაურა, 68-ე წუთზე პრატომ საპასუხო გოლი გაიტანა და დამატებითი დრო დაინიშნა.

 

92-ე წუთზე მსაჯმა “ბოკას” ნახევარმცველი ბარიოსი გააძევა, მერე კინტერომ ანგარიში 2:1 გახადა, შემდეგ გაგომ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შესძლო, ხოლო რადგან მის გუნდს ცვლილებების ლიმიტი ამოწურული ჰქონდა, მოედანზე ცხრანი დარჩნენ. ბოლოს მარტინესმა მესამედ დალაშქრა ანდრადას კარი და “რივერმა” გაიმარჯვა.

საბოლოოდ „რივერმა“ ორი მატჩის ჯამში 5:3 მოიგო, რითაც თავის ისტორიაში ლიბერტადორესის თასს მეოთხედ დაეუფლა.

 

 

მადრიდი. “სანტიაგო ბერნაბეუ”.

რივერ პლეიტი – ბოკა ხუნიორსი 3:1 (ძირითადი დრო 1:1)

გოლები: 0:1 ბენედეტო (44), 1:1 პრატო (68), 2:1 კინტერო (109), 3:1 მარტინესი (120+2)
გაძევება: ბარიოსი (92)

რივერ პლეიტი: არმანი, მაიდანა, კასკო, მონტიელი (მაიადა 74), პინოლა, პერესი, პონსიო (კინტერო 58), პალასიოსი (ალვარესი 97), ფერნანდესი (სუკულინი 111), მარტინესი, პრატო

ბოკა ხუნიორსი: ანდრადა, მაგალიანი, ისკერდოსი, ოლასა, ბუფარინი (ტევესი 111), ნანდესი, ბარიოსი, პერესი (გაგო 89), პავონი, ვილია (ხარა 96), ბენედეტო (აბილა 62)

 

https://www.youtube.com/watch?v=6-6QnKIJDrw

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები