LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი გაყინული კონფლიქტები ხდება, ეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსებს ზრდის

198
11BE2E6D-CC26-4A11-8AAD-63BE3A44CA68-w1023-r1-s

ნატოს ჯარების ყოფილი მთავარსარდალი ჯეიმს სტავრიდისი აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი რუსული ოკუპაციის გამო ალიანსისთვის რთული თემაა.

ჯეიმს სტავრიდისის თქმით, მოკავშირეების იმაში დარწმუნება, რომ ალიანსი საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებაში დაეხმაროს ძალიან რთული იქნება. თუმცა ის აცხადებს, რომ თუ საქართველო ჯერ ალიანსის წევრი გახდება და ტერიტორების დაბრუნებას შემდეგ ეცდება, ეს ნატოს ყველა წევრის დაყოლიებას გააადვილებს.

სამწუხაროდ, რაც დრო გადის, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი გაყინული კონფლიქტები ხდება. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსებს ზრდის. თუ დავუშვებთ რომ ეს ფაქტია, რომელსაც ვერ შევცვლით, საქართველოსთვის ნატოში სრული გაწევრიანებისთვის კარი გაიხსნება” – აცხადებს ის.

გადაცემაში „ხედვა ვაშინგტონიდან“ ნატოს ჯარების ყოფილი მთავარსარდალი ასევე საკუთარ აზრს აფიქსირებს და ამბობს, რომ ქართველი რომ იყოს კონსოლიდაციას და ნატოს კარვის ქვეშ შესვლას ეცდებოდა.

“დროთა განმავლობაში ვეცდებოდი ამ ტერიტორიების დაბრუნებას. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ძალიან რთული გზაა, მაგრამ მე რომ ვიყო, ვამჯობინებდი ნატოს წევრი ვიყო, ვიდრე ნატოს პარტნიორი. თუმცა, აუცილებლად მინდა დავამატო, რომ ეს ქართველების გადასაწყვეტია და არა ამერიკელების ან ნატოს ყოფილი მეთაურების. ეს არის ქვეყნის გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან რთულ პოზიციაშია.“ – აცხადებს ჯეიმს სტავრიდისი.

 

ინტერვიუში ასევე, ადმირალი სტავრიდისი ამბობს, რომ საქართველოში შეჭრის დროს რუსეთმა პირველად გამოიყენა ჰიბრიდული ომის მეთოდები, რომლებიც მოგვიანებით დახვეწა.

„ვფიქრობ, რომ იმ დროისთვის ჯერ კიდევ არსებობდა იმედი, რომ როგორმე შევძლებდით ამ ურთიერთობის გადატვირთვას, ვიპოვიდით უკეთეს გზას, მოულოდნელად არ შევაბიჯებდით ახალ ცივ ომში. ჩვენ სათანადოდ ვერ შევაფასეთ ვლადიმერ პუტინი და მისი ანტიპათია, მისი პირადი, ღრმა სიძულვილი შეერთებული შტატების და თავად ნატოს მიმართ. ასე რომ, ჩვენ შესაძლებლობა გავუშვით – საკმარისად ძლიერი რეაქცია არ გვქონდა არც ეკონომიკური სანქციების თვალსაზრისით და არც სამხედრო ტექნიკით თუ ტრეინინგებით დახმარების მხრივ, იმისთვის რომ დავრწმუნებულიყავით იმაში, რომ დანარჩენი საქართველო რუსეთისთვის ისეთი რთული სამხედრო პრობლემა გაგვეხადა, რომ რუსეთი სხვა ვერაფერს გაბედავდა. ვფიქრობ, რომ ეს რომ მოვქცეულიყავით, უკრაინის ტრაგედია არ მოხდებოდა,“ უთხრა „ამერიკის ხმას“ სტავრიდისმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები