LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამშაბათს პარლამენტი შეიკრიბება და ნიკა მელიას ეტყვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია: შალვა პაპუაშვილი

71
1851104612

“სამშაბათს პარლამენტი შეიკრიბება და ეტყვის მას – ამ სახელმწიფოს ნიკა მელია არ ჰქვია, ამ სახელმწიფოს ჰქვია საქართველო და მისი ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია“, – ამის შესახებ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელია ამბობს, რომ ის არის სახელმწიფო და თავად განსაზღვრას, რა არის კანონი.

ეს იქნება “ოცნების” კოლექტიური თვითმკვლელობა – პოლიტიკური შეფასებები მელიას საქმეზე

„გამოხმაურებებმა, რომელიც ჩვენს გადაწყვეტილებას მოჰყვა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი გადაწყვეტილების სისწორე. ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენი ოპონენტები იმით რომ არ შემოდიან პარლამენტში, გავიდნენ დემოკრატიული სივრციდან და ახლა ისინი გავიდნენ ასევე სამართლებრივი სივრციდან, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. ნიკა მელია გუშინდელი განცხადებით ამბობს ერთ რამეს, რომ ის არის სახელმწიფო, ის განსაზღვრავს და ადგენს თუ რა არის კანონი, შესაბამისად, სამშაბათს პარლამენტი შეიკრიბება და მას ეტყვის, რომ ამ სახელმწიფოს არ ჰქვია ნიკა მელია, ამ სახელმწიფოს ჰქვია საქართველო და ყველა მისი მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისათვის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი მომავალი კვირიდან განიხილავს. პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს, საგამოძიებო წყებამ თანხმობის მისაღებად პარლამენტს შუამდგომლობით უკვე მიმართა. ნიკა მელიას განცხადებით, ის გირაოს არ გადაიხდის, მისი თქმით, „ვერც მურუსიძის სასამართლოთი დაიჭერენ და ვერც პარლამენტით.“

ნიკა მელიას გირაო სინამდვილეში არის გავრილოვის ხარკი: გიგი უგულავა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები