LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სამშობლოს” Homeland მსგავსი 5 სერიალი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

2414
Untitled design

სერიალი ,,სამშობლო” Homeland თამამად შეიძლება ბოლო ათწლეულის ყველაზე პოპულარულ ტელეშოუდ დავასახელოთ. მიუხედავად იმისა, რომ სერიალი ოფიციალურად დასრულდა, ფანები იმედოვნებენ, რომ კომპანია „შოუთაიმი“ მეცხრე სეზონის განახლებას დაანონსებს.

„ფორტუნა“  წარმოგიდგენთ 5 მსგავს სერიალს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ, თუ ,,სამშობლო” Homeland თქვენი საყვარელი სერიალების ნუსხაშია.

სამხედრო ტყვეები

ისრაელში გადაღებული ფსიქოლოგიური ტრილერი, რომლის სცენარიც გიდეონ რაფს ეკუთვნის. სერიალის პრემიერა 2010 წელს შედგა. ,,სამშობლო” სწორედ ამ სერიალის მიხედვითაა გადაღებული. სერიალმა უდიდესი მოწონება დაიმსახურა კინოკრიტიკოსებში და ის რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელიც გახდა. სატელევიზიო შოუ 2 სამხედრო ტყვეზე გვიყვება, რომებიც 17 წლიანი ტყვეობის შემდეგ სირიიდან სამშობლოში ბრუნდებიან.

გაიცანი მტერი

ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ გადაღებული კიდევ ერთი ამერიკული სერიალი, რომლის მწარმოებელი ასევე „შოუთაიმია“. სერიალში მთავარ როლს მაიკლ ილი ასრულებს, რომლის გმირიც ტერორისტულ ორგანიზაციაში ჩასახლდება და მათ მიერ დაგეგმილი მსხვილი ტერაქტის აღმოფხვრას ცდილობს.

ჯეკ რაიანი

ახალი სერიალი ჯონ კასინსკის მონაწილეობით. სერიალს საფუძვლად დაედო ტომ კლემსის  რომანების სერია ჯეკ რაიანის თავგადასავალზე. ტელეშოუ სახელმწიფო სამსახურში მომუშავე საიდუმლო აგენტზე გვიყვება, რომელიც საშიშ ტერორისტებს ეძებს.

ლონდონელი ჯაშუში

ტომ რობ სმიტის BBC Two-სთვის შექმნილი მინი-სერიალი, რომელიც 2 მეგობრის ისტორიას გვიყვება. ერთ-ერთის გაუჩინარებისა და მკვლელობის შემდეგ, მეორე გამოძიებას იწყებს და საშიში დამნაშავეების კვალზე გადის.

პირადი მცველი

BBC One-ისთვის შექმნილი ექვსსერიანი დრამა, რომელიც პირად მცველზე გვიყვება. რიჩარდ მედენის გმირი სამეფო ოჯახისა წევრებსა და სახელისუფლებო მაღალჩინოსნების დაცვითაა დაკავებული. მოულოდნელად მას შინაგან საქმეთა მინისტრის დაცვას დაავალებენ, რომლის პოლიტიკური ხედვები პირადი მცველისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები