LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Samsung-ის მოდელებს კონკურენტი გამოუჩნდა: Apple დასაკეცი iPhone-ის წარმოებას გეგმავს

361
1000x-1

მალე ბაზარზე, შესაძლოა, Samsung-ის დასაკეცი სმარტფონების კონკურენტი გამოჩნდეს. ამერიკული გიგანტი Apple დასაკეცი iPhone-ის წარმოებას გეგმავს.

როგორც Bloomberg იუწყება, Apple-ის დასაკეცი iPhone კონკურენციას გაუწევს Samsung-ის Galaxy Z Fold და Galaxy Z Flip მოდელებს. არსებული ინფორმაციით, Apple-მა დასაკეცი მოდელი უკვე შექმნა და ამჟამად შექმნილი მოდელის პროტოტიპის შიდა ტესტირება მიმდინარეობს. თუმცა, ჯერჯერობით, წარმოების დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია.

გამოცემის ცნობითვე, არც ისაა გამორიცხული, რომ Apple-ის მიერ წარმოებული დასაკეცი ტელეფონები ბაზარზე კიდევ დიდხნას არ გამოჩნდეს, ან საერთოდ არც არასდროს გამოვიდეს, ვინაიდან, კომპანია ამჟამად არსებული მოდელების დახვეწასა და გაუჯობესებაზე მუშაობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები