LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სამსუნგი” ჩინეთში მობილური ტელეფონების წარმოებას წყვეტს

1820
c2d3c4c97e8997d7ce98-HFJB

ქვეყანაში არსებული შიდაკონკურენციის ფონზე ,,სამსუნგმა” ჩინეთში მობილური ტელეფონების მწარმოებელი ბოლო ქარხანა დახურა, რომელიც 1992 წელს აშენდა. ამის შესახებ ,,როიტერი” წერს. სამხრეთკორეული მედიის ინფორმაციით, ,,სამსუნგის” აღნიშნულ ქარხანაში 2017 წლის მონაცემებით 6000 ადამიანი იყო დასაქმებული, ყოველწლიურად ქარხანა 63 მილიონ მობილურ ტელეფონს აწარმოებდა. სახრეთკორეულმა გიგანტმა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ტოპ-კომპანიაა სმარტფონების წარმოების კუთხით, სხვა მრავალი კომპანიის მსგავსად წარმოების სხვა ქვეყანაში გადატანის გადაწყვეტილება არსებული ეკონომიკური შენელების და მუშახელის გაძვირების ფონზე მიიღო. კომპანიამ ბოლო წლებში გააფართოვა სმარტფონების წარმოება ისეთ ქვეყნებში, სადაც ეს ჩინეთზე იაფი ჯდება, მაგალითად ინდოეთსა და ვიეტნამში.

,,სამსუნგის” მსგავსად, ჩინეთის დატოვებას აპირებს კიდევ ერთი გიგანტი კომპანია ,,სონი”, რომელიც სმარტფონების წარმოებას მხოლოდ ტაილანდში გეგმავს.

,,სამსუნგი” ჯერჯერობით აგრძელებს გაყიდვების წარმოებას ჩინურ ბაზარზე მიუხედავად იმისა, რომ ჩინური ბრენდების კონკურენციის გამო კომპანია ვერც ამ მხრივ აფიქსირებს ძველ მაჩვენებლებს. ადგილობრივ ბაზარზე სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს ,,ჰუავეის” და ,,ქსიაომის” სმარტფონები, რომლებიც ,,სამსუნგის” სმარტფონებთან შედარებით იაფია.

ჯერჯერობით ჩინეთში აგრძელებს სმარტფონების წარმოებას Apple.

 

იაპონიის მთავრობა კომპანიებს ჩინეთის დატოვების სანაცვლოდ ფინანსურ დახმარებას გაუწევს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები