LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამთავრობო ცვლილებები მომავალშიც იქნება – დავით სერგეენკო

162
mtavroba

„ასე არ დავარქმევდი, რომ მოხსნეს,”- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ცვლილებები კიდევ იქნება. თუმცა, კონკრეტულს არაფერს ამბობს და აღნიშნავს, რომ ამის გაცხადება და ამ საკითხების მართვა ცალსახად პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.

“ამ წლების განმავლობაში მინისტრების ცვლილებები სულ იყო და ნამდვილად ვიცი, მომავალშიც იქნება. რაც შეეხება კონსულტაციებს, ვიცოდი, რომ კონსულტაციები მიმდინარეობდა, თუმცა მე თვითონ კონსულტაციებში არ ვმონაწილეობდი, რადგან ეს ამ შემთხვევაში არ არის ჩვენი სამინისტროს ფუნქცია.

კონსულტაციებზე წამოჭრილი არგუმენტები და ის ფაქტორები, რამაც ეს ცვლილებები განაპირობა, ჩემთვის უცნობია,”-განაცხადა სერგეენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები