LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამთავრობო პროგრამის განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

96
darbaziparlamentu-750x430

საქართველოს პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი დღეიდან დაიწყო, რომელიც საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.

პარლამენტის წინ შეკრებილი გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გიორგი გახარიას პროემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენას აპროტესტებენ. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, გახარიას გაპრემიერებას საქართველოს მოსახლეობა არ შეეგუება

“გიორგი გახარიას გაპრემიერებას არასდროს შეეგუება არა ოპოზიცია, არა სამოქალაქო სექტორი, არამედ საქართველოს მოსახლეობა, რომელსაც არ დავიწყებია და არ მოუშუშებია 20 ივნისის ჭრილობები და ვერც მოიშუშებს, სანამ გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ახლა საერთოდ დააპირეს, რომ პრემიერ-მინისტრი გახადონ”,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი დღეიდან დაიწყო. მინისტრობის კანდიდატებს დღეს, საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ.