LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა

184
ბუნებრივი აირის აფეთქება სამტრედიაში

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.

აფეთქების დროს სახლში 68 წლის ნუკრი მეფარიშვილი იმყოფებოდა, რომელიც სხეულის ზედა ნაწილის დამწვრობით და სხვადასხვა დაზიანებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამტრედიის “ჯეო ჰოსპიტალსში” გადაიყვანა.

ადგილობრივების განცხადებით, ნგრევის და აფეთქების ხმა 1 კმ-ს რადიუსით გავრცელდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური, პოლიცია და ,,სოკარ გაზის” სამტრედიის წარმომადგენლობა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 229-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები