LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანადირო თოფიდან გასროლით 50 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა

პოლიციის-ლენტიი

მარნეულში, სანადირო თოფიდან გასროლით 50 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა, გუშინ ღამე ე.წ. სარვანის დასახლებაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი კუთვნილ სანადირო თოფს წმენდდა, რა დროსაც გაუფრთხილებლობით თოფიდან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. მამაკაცი დღეს გარდაიცვალა.

როგორც  შსს-ში რადიო “ფორტუნას” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები