LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სანამ ქვეყანაში არსებული მასკარადით ვერთობით, მინიმუმ 150 მილიონი ლარი ამოგვაცალა ჯიბეებიდან ივანიშვილმა”

71

ყოფილი თავდაცვის მინისტრი , ირაკლი ოქრუაშვილი  ქვეყანაში ლარის გაუფასურების საკითხს ეხმაურება და ამ პროცესს არჩევნების მოახლოებას და ყოფილი პრემიერის,  ბიძინა ივანიშვილის პირად ბიზნეს ინტერესებს უკავშირებს.

“სანამ ჩვენ ფარული ჩანაწერებით და ქვეყანაში არსებული მასკარადით ვერთობით, ბოლო ორ თვეში მინიმუმ 150 მილიონი ლარი ამოგვაცალა ჯიბეებიდან ივანიშვილმა ლარის კურსზე სპეკულიანტობით. მეორე ტურის ფულიც ჩვენ ხარჯზე ამოიღო და შემდეგ არჩევნებზე დასახარჯიც.”- წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

 

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=547116842406850&id=100013256162543

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები