LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანამ ქვეყანაში მოსახლეობის მინიმუმ 30% ხარისხიანი ვაქცინით არ იქნება აცრილი, შეზღუდვების მოხსნა სავალალო შედეგს გამოიღებს: თამარ ჟამურაშვილი

126
თამარ-ჟამურაშვილი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ „სანამ ქვეყანაში მოსახლეობის მინიმუმ 30% ხარისხიანი ვაქცინით არ იქნება აცრილი, შეზღუდვების მოხსნა სავალალო შედეგს გამოიღებს“.

მისივე განმარტებით, ჩინური ვაქცინის შემთხვევაში კიდევ მეტი უნდა იყოს აცრილი სტაბილურობის მისაღწევად და არა მხოლოდ 30%.

„კიდევ ერთ საკითხს მინდა ხაზი გავუსვა. კოვიდ-გადატანილ პაციენტებს 6 თვეში ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა უკეთდებათ ბუსტერის სახით, ორი ნამდვილად არ სჭირდებათ. თუმცა აქ ჩინური ვაქცინები არ იგულისხმება. სინოფარმის პირველი დოზა ანტისხეულების ძალიან დაბალი ტიტრის გამომუშავებას იწვევს. ამიტომ ბუსტერი სინოფარმით ან სინოვაკით ვფიქრობ არაეფექტური იქნება (არანაირი კვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს). ამ შემთხვევაში ალბათ კოვიდ-გადატანილებიც ორი დოზით უნდა აიცრან (საუბარი სინოფარმ და სინოვაკზეა) ან ბუსტერის სახით მხოლოდ ეფექტური ვაქცინების გამოყენება მოხდეს“, წერს თამარ ჟამურაშვილი.

პოპულალურები