LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები 24 იანვრიდან აქციებს განაახლებენ

107
korpusi-61ebbe27aa3ae

სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით 24 იანვრიდან პროტესტს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან განაახლებენ.

მათივე თქმით, სამინისტროდან დღესაც დაუკავშირდნენ და ქირით გასვლის შესახებ შეთავაზება მიიღეს, რაზეც სამინისტროს წარმომადგენლებს კვლავ უარი განუცხადეს. დევნილები აცხადებენ, რომ ქირით გადასვლაზე უარის თქმის მიზეზი მთავრობისადმი უნდობლობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები