მსახიობი სანდრა ო ხანგრძლივი სამსახიობო პაუზის შემდეგ ეკრანებზე დაბრუნდა. მსახიობი წელს „ოქროს გლობუსის“ ცერემონიალის წამყვანადაც მოგვევლინა და წლის მსაიხობი ქალის ტიტულიც მიიღო დრამატულ სერიალში „ევას მკვლელობისას“ შესრულებული როლისთვის.

„ფორტუნა“ გახსენებთ 47 წლის მსახიობის საუკეთესო როლებს კინოსა და სერიალებში.

ევას მკვლელობისას

ცნობილი ანალიტიკოსისა და სერიული მკვლელის შერკინების ისტორია დრამატულ სერიალში  BBC-იმ გააცოცხლა. მთავარმა როლმა სანდრა ოს „ოქროს გლობუსი“ მოუტანა.

სეზამის ქუჩა

ბავშვების საყვარელი სერიალი, რომელიც სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის შეიქმნა. ამ რეიტინგული სერიალის ერთ-ერთი პერსონაჟი სანდრა ო გახლავთ. ჯამში 38 სეზონიან სერიალს 101 „ემის“ სატელევიზიო პრემია აქვს მიღებული.

საშუალო ბედნიერება

მინა შუმის კანადური დრამა, სადაც სანდრა ო ახალგაზრდა მსახიობის როლს ასრულებს, რომელსაც ტრადიციული ჩინური ოჯახის ადათ-წესებთან უწევს გამკლავება.

ბოლო ღამე

ფილმი სხვადასხვა ადამიანების ცხოვრების ბოლო დღის ისტორიას გვიყვება. ფილმი კანისა და ტორონტოს კინოფესტივალების პრიზიორია.

გვერდულად

ლიტერატურის პედაგოგის ერთი შეხედვით წარუმატებელი ცხოვრება, რომელიც ავტობიოგრაფიული წიგნის გამოსვლის შემდეგ თავდაყირა დგება.

გრეის ანატომია

სერიალი, რომლითაც სანდრა ო და ექიმი კრისტინა იანგი მთელმა მსოფლიომ შეიყვარა. ამ როლმა მას „ოქროს გლობუსი“ და „ემის“ ხუთი ნომინაცია მოუტანა.

ტოსკანას მზის ქვეშ

ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ფილმი კინოს ისტორიაში, სადაც სანდრა ო მთავარი გმირის, უახლოესი მეგობრის როლს ასრულებს.

 

კატეგორიები: რჩევები ფილმები

მსგავსი თემები