LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სანდრო ახმეტელი 135“ – ფილმის პრემიერა 8 აგვისტოს შედგება

128
sandroaxmetelinews455

2021 წლის 13 აპრილს ქართული თეატრის რეფორმატორს ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელს 135 წელი შეუსრულდებოდა!

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, მზადდება სატელევიზიო ფორმატის ფილმი სანდრო ახმეტელის მოღვაწეობის შესახებ, რომლის პრემიერაც 8 აგვისტოსაა დაგეგმილი, ფილმის რეჟისორი გახლავთ გვანცა მეფარიშვილი.

თანამედროვე ქართული თეატრის ფუძემდებელი,   ახალი ქართული თეატრალური ენის შემქმნელი და ქართული თეატრისთვის ეროვნული ხასიათის მიმნიჭებელი რეჟისორი, 1937 წელს, საბჭოთა ტერორის დროს, „ნაციონალიზმისა და სპექტაკლებში ნაციონალისტური იდეების ქადაგებისთვის, ურჩობისა და თავისუფალი აზროვნებისთვის“ დააპატიმრეს და დახვრიტეს. ის გახლდათ საეტაპო რეჟისორი, რომელმაც ქართული თეატრის თვითმყოფადობა შესძინა და დაუტოვა ისეთი სპექტაკლები როგორებიცაა: „ბერდო ზმანია“, „ყაჩაღები“, „თეთნულდი“, „ანზორი“, „ლამარა“ და სხვა. ასევე მის სახელს უკავშირდება არტისტული გაერთიანების, კორპორაცია „დურუჯის“ დაფუძნება.

საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ საღამო-შეხვედრაზე,  წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში შექმნილი ფილმის პრემიერა შედგება, მაყურებელს მიეცემა შესაძლებლობა, გაიხსენოს სანდრო ახმეტელის ცხოვრება და შემოქმედება, ახალი თაობის მიერ კი, დღევანდელი რეალობიდან შეფასდება რეჟისორის საეტაპო ნაბიჯები და მისი კვალი ქართული თეატრის ისტორიაში.  შემოდგომაზე იგეგმება ფილმის ფართო საზოგადოებისათვის წარდგენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები