LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდრო ბრეგაძე: გეიპარადს წინ ლოცვით აღვუდგებით

125
gcj

ქართული მარშის წარმომადგენელი, სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრაიდი ჩატარდება , ისინი ხალხთან ერთად უმცირესობებს წინ ლოცვით აღუდგებიან.

„ჩვენ მშვიდობიანად არ დავუშვებთ ამას, ყველანი გადავალთ სხვა მუშაობის რეჟიმზე განსაკუთრებით 23-ში. მოხდება სრული მობილიზება, გადავუდგებით წინ მშვიდობიანად, ლოცვით და არ მივცემთ უფლებას, რომ ისინი გადაადგილდნენ, არანაირი ძალადობა აქ არ იქნება“, – განაცხადა ბრეგაძემ.

როგორც ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პრაიდის ჩატარებით სერიოზული რისკების წინაშე დგება ჩვენი ქვეყანა.

„საშიშროება ბევრად უფრო მძიმეა და სურათი უფრო მძიმე, ვიდრე ეს დღეს წარმოჩენილია. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, 100 ათასი ადამიანი გამოვა ქუჩაში, ლგბტ „გეი მარშის“ გამართვის დღეს. ამ დროს ასი ათასი ადამიანის გაკონტროლება ვერ მოხდება და ეს ყველაფერი გადაიზრდება საერთო სახალხო მღელვარებაში და ეს მღელვარებები როგორც მთავრდება, არამარტო საქართველოში, ეს ყველას მოგეხსენებათ. არ გვინდა, რომ რაიმე ქაოსი და არეულობა მოყვეს ამ ყველაფერს, ამიტომ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ღონისძიებისგან, ქართველი ერის და საქართვლოს მოსახლეობის განწყობა არის, რომ გარყვნილების აღლუმი ე.წ. გეიმარში არ უნდა ჩატარდეს და არ ჩატარდება, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

ბრეგაძის განმარტებით, პრაიდის ორგანიზატორი ნინო ბოლქვაძე ამ ყველაფრით ფულის შოვნას გეგმავს.

„აქ არის საუბარი ათეულ ადამიანზე, რომლებიც უცხოელი სპონსორებისგან არიან დავალებული, რომლებიც ელოდებიან მატერიალურ სარგებელს. აქ არის საუბარი მხოლოდ ფულზე და მატერიალურ გამდიდრებაზე. არის სერიოზული და რეალური საშიშროება ყველა ქართველის და მამულიშვილის მოვალეობაა, რომ გააფრთხილოს ყველა მოსალოდნელ შესაძლო გართულებებზე“, – განაცხადა ბრეგაძემ.

ქართული მარში პოლიტიკურ პარტიებს და საქართველოს საპატრიარქოს მიმართავს, ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია სამი დღის განმავლობაში დააფიქსიროს.

შეგახსენებთ, თბილისი პრაიდი 18-23 ივნისს გაიმართება. კვირეულის ფარგლებში მრავალი აქტივობა ჩატარდება, მათ შორის მსვლელობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები