LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდრო: „თათია რომ შემიყვარდა, ცოლი და შვილი მყავდა…“

8815
thumbnail

პიანისტისა და ტელეწამყვანის, თათია შარანგიას მეორე ნახევარი, ბიზნესმენი სანდრო შელია ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება და აღნიშნავს, რომ როდესაც თათია პირველად ნახა და მისით დაინტერესდა, ჯერ კიდევ ჰყავდა ცოლი, თათიაც დაქორწინებული გახლდათ და ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილის მეორე ნახევარი იყო.

სანდრო შელია თავის პირველ ქორწინებას რუსი წარმომავლობის ქალთან შეცდომას უწოდებს.

სანდრო შელია:

„მე ამერიკაში მყავდა პირველი ოჯახი, მაგრამ ფაქტობრივად, უკვე ცალ-ცალკე ვცხოვრობდით, უბრალოდ, ბავშვის გამო ვიყავით ერთად და იმის გამო, რომ არც ჩემს და არც ჩემი ცოლის ცხოვრებაში არ იყო ახალი სიყვარული.. როცა თათია დავინახე, არ ვიცოდი, ვინ იყო, რას წარმოადგენდა. ისეთი პატარას შეხედულება ჰქონდა, შემეშინდა, ვაითუ არასრულწლოვანია-მეთქი. ამ დროს 22 წლის იყო და ორი შვილიც ჰყავდა. ორ დღეში ამერიკაში ვბრუნდებოდი და დავიწყე მოძიება, ვინ იყო ეს გოგო…

ჩემი მორალი და პრინციპები მაქვს და ბუნებრივია, ერთ ნაბიჯს არ გადავდგამდი სხვისი ოჯახის დანგრევისკენ, ჩვენ გავიცანით ერთმანეთი და დავმეგობრდით. მე ამერიკაში ვიყავი, ის – საქართველოში. ფაქტია, რომ ერთმანეთი შეგვიყვარდა და ერთად დავინახეთ მომავალი. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. არასწორია, როდესაც ადამიანებს უყვართ ერთმანეთი, ოჯახებს არ ანგრევენ და საყვარლები ხდებიან და წლობით ასე მალვაში ცხოვრობენ. არავის ვურჩევ, დარჩეს იმ ოჯახში, სადაც სიყვარული არ არის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები