LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანტა ბარაკ ობამა – ყოფილმა პრეზიდენტმა ბავშვთა ჰოსპიტალს საახალწლო საჩუქრები დაურიგა

baraki

საჩუქრებით სავსე ხურჯინი და სანტას ქუდი – ასე გამოწყობილი ეწვია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ვაშინგტონის ბავშვთა ჰოსპიტალს.

“ჰოუ, ჰოუ, ჰოუ… მრავალ ახალ წელს დაესწარით,” – უთხრა ჰოსპიტალში მისულმა ბარაკ ობამამ გაოცებულ პაციენტებსა და თანამშრომლებს.

“ჩემი ირმები სადღაც თოვლში ჩაეფლნენ. ამიტომ გამოვიყენე შანსი, პირადად მენახა ყველა თქვენგანი,” – თქვა ობამამ.

 

აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა საჩუქრები ბავშვებსა და ჰოსპიტლის თანამშრომლებს დაურიგა. ობამამ ზოგიერთ პაციენტს საშობაო საჩუქარი პალატაში მიუტანა.

ვაშინგტონის ბავშვთა ჰოსპიტალს 2009-14 წლებში ტრადიციულად ბარაკ ობამას მეუღლე მიშელ ობამა სტუმრობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები