LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანთლები და ყვავილები 51-ე სკოლასთან: დაღუპულ მოსწავლეებს პატივს მიაგებენ (ფოტოები)

119

თბილისში, 51-ე სკოლასთან სოლიდარობის აქცია იმართება. სანთლებით და ყვავილებით მოქალაქეები დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნას პატივს მიაგებენ.

აქციის მონაწილეები გმობენ ძალადობას და სახელმწიფოს მოუწოდებენ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევა, რომელსაც ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა, მალე გამოიძიონ.

ცოტა ხნის წინ, თბილისის პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე, ორი არასრულწლოვანი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა. როგორც ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, ყველაფერი სკოლის საპირფარეშოში, პნევმატური იარაღის მიშვერის შემდეგ დაიწყო.

ფოტოებს სოციალურ ქსელში მარიამ გეგუჩაძე ავრცელებს.