LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 საოცარი ჩანჩქერი საქართველოში – „ბონ ვოიაჟი“

1489
BeFunky-collage (4)

ბუნების საოცრებისა და ჯადოსნური გავლენის შეგრძნება, განსაკუთრებით ზაფხულში, ერთ-ერთი ყველაზე სასურველი აქტივობაა. ,,თუ ამ პლანეტაზე არსებობს მაგია, მაშინ ის არის წყალში”, _ წერდა ცნობილი ამერიკელი ესეისტი, ანთროპოლოგი და ნატურალისტი ლორენ აიზლი და ის ნამდვილად არ ცდებოდა. სად შეიგრძნობთ ბუნების ჯადოსნურ ძალას ისე მძაფრად,ვიდრე ეს წყალთან სიახლოვეა და თუ ეს ყოველივე მთებთან და კლდეებთან კომბინაციაშია რელაქსი და ზღაპრული შთაბეჭდილებები კიდევ უფრო მძაფრი ხდება.

„ბონ ვოიაჟი“ საქართველოში მოგზაურობას აგრძელებს და ჩვენი ქვეყნის ულამაზეს ჩანჩქერებს გაგაცნობთ.

ონიორ ჩანჩქერი

ეს საოცრება მარტვილის მუნიციპალიტეტში, მდ. აბაშის მარჯვენა შენაკადში, ტობას ხეობაში, ზღვის დონიდან 680 მეტრზე მდებარეობს.ტობას მღვიმე და მისგან გადმომავალი ონიორეს ჩანჩქერი იშვიათი სილამაზის სანახაობას ქმნის. მღვიმიდან გამომავალი მიწისქვეშა მდინარე 67 მეტრის სიმაღლის ონიორეს ჩანჩქერს წარმოქმნის.

აბაშის ჩანჩქერი

ასხის მასივის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდ. აბაშის მარცხენა შენაკადი კირქვის ქარაფში გამოდის მღვიმიდან და იქვე ეცემა დაახლოებით 40 მეტრიდან. ჩანჩქერი დაცემის ადგილას 12მ დიამეტრის ორმოს წარმოქმნის.ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. მარტვილი.მთავარი ჩანჩქერის მარჯვნივ არის კიდევ ორი მომცრო ჩანჩქერია.

მერისის ჩანჩქერი

ეს ტურისტული მარშრუტი შედარებით ახალია, ბევრმა ჯერ არ იცის მის შესახებ და ამიტომ აქ ნამდვილი დასვენების მოწყობა შეიძლება. ჩანჩქერზე წყალი გუბდება და ბანაობაც შეიძლება. მერისის ჩანჩქერი 30 მეტრის სიმაღლიდან მოჩქებს და წყალუხვობითაა გამორჩეული.ერისის ჩანჩქერი მდებარეობს აჭარაში, ქედას მუნიციპალიტეტში, სოფელ მერისში. ქედადან 13 კილომეტრში. სამანქანო გზის დასრულებიდან ჩანჩქერამდე ფეხით სასიარულო მანძილი 100 მეტრია. ჩანჩქერთან მოწყობილია სასიარულო ბილიკი.

მახუნცეთის ჩანჩქერი

მახუნცეთის ჩანჩქერი ულამაზესი და შთამბეჭდავია, ამიტომაც უამრავ მნახველს იზიდავს.ჩანჩქერზე მისვლა შესაძლებელია მანქანით, ან სამარშრუტო ტაქსით, რადგან მდებარეობს მთავარ გზასთან ახლოს. ჩანჩქერის მონახულება შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს.ის სოფელ მახუნცეთში, ზღვის დონიდან 335 მეტრის სიმაღლეზე, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს მდებარეობს. პატარა შენაკადზე გამოედინება 50 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი, რომელიც საკმაოდ მოზრდილ მორევს ქმნის.

გველეთის ჩანჩქერი

გველეთის ჩანჩქერები მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დარიალის ხეობაში, სოფელ გველეთში მდებარეობს, დაბა ყაზბეგიდან 7 კმ-ის დაშორებით. სოფელში მიდის სამანქანო გზა. გველეთში ორი ჩანჩქერია.ჩანჩქერების მიმდებარედ საკარვე ადგილებსაც ადვილად იპოვით, სადაც შეძლებთ ულამაზესი ხედებით დატკბეთ, ცეცხლთან კომფორტულად მოიკალათოთ, ღამით კი ვარსკვლავებით მოჭედილი ცის შორეულ გალაქტიკებში გადაინაცვლოთ. ჩანჩქერი ზღვის დონიდან 1560 მეტრზე მდებარეობს.

სამცვერას ჩანჩქერი

დინარე ძუსას ხეობაში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზორვეთის აღმოსავლეთით და სოფელ ქვედა საზანოს სამხრეთ-დასავლეთით, ზღვის დონიდან 170 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი სამცვერას კაშხალი და ჩანჩქერი.მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 194 მეტრს აღწევს.

შდურგას ჩანჩქერი

უშბის ჩანჩქერი-შდუგრა საქართველოში ყველაზე წყალუხვი ჩანჩქერია. მდებარეობს სვანეთში, სოფელ მაზერთან. ჩანჩქერთან შესაძლებელია მისვლა როგორც ძირში ასევე მის თავზე, მის თავზე ასვლის შემთხვევაში შეგიძლიათ ნახოთ უშბის მყინვარი, ასევე ულამაზესი ხედი სვანეთზე.

ეს მხოლოდ მცირედი ნაწილია იმ ულამაზესი წყალვარდნილებისა,რომელთაც საქართველოში მოგზაურობისას წააწყდებით. სანახაობა და სიმშვიდეში განტვირთვისთვის შესაფერისი ადგილები აქ ნამდვილად ბევრია,მთავარია სურვილი და მონდომება,რომ აღმოაჩინოთ საოცარი საქართველო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები