LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოცნებო ვაკანსია – შოკოლადის ჭამაში ფულს გადაგიხდიან

495
1448003293-81644d546c6dffacd3ed994b3a3bc575-600x394

ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია ეძებს ადამიანს, რომელსაც შოკოლადის გასინჯვაში ფულს გადაუხდის.

რა არის თქვენი საოცნებო სამსახური? ლეკვის მომვლელი თუ მოგზაური მწერალი? რას იტყოდით იმაზე, რომ მთელი დღე შოკოლადის მირთმევის გარდა არაფერი აკეთოთ?

თუკი ეს შემთხვევა თქვენზეა, მაშინ საოცნებო სამსახური გელოდებათ და ახალი ვაკანსია სწორედ თქვენთვისაა. ბრიტანული კომპანია Cadbury მზადაა, რომ ტკბილეულის მოყვარული ადამიანები დაასაქმოს. ბრენდი ეძებს შოკოლადის პროფესიონალ გამსინჯავს, რომლის შრომასაც საათში 14 დოლარით აანაზღაურებს.

Cadbury-ის პროდუქცია 150 ქვეყანაში იყიდება, მათ შორის საქართველოშიც და ყველაზე პოპულარულ პროდუქტებს შორისაა მაგალითად – ორეო და მილკა. ტესტერებს კი მოუწევთ რომ ეს პროდუქტი ბაზარზე გასვლამდე გასინჯონ და მომხმარებელს საუკეთესო ვარიაცია შესთავაზონ. დასაქმებულების სამუშაო დღე კვირაში 8 საათისგან შედგება.

რაც შეეხება ზუსტ მოვალეობებს, მოთხოვნების სია ასე გამოიყურება:

  • შოკოლადის გასინჯვა და ობიექტური შეფასების გაკეთება.
  • გუნდური მუშაობა და კოლეგებთან აზრების გაცვლა.
  • პროდუქტის მირთმევისგან გამოწვეული ემოციების აღწერა და შედეგის ზუსტი დახასიათება.

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა 2019 წლის 8 მარტია და მსურველებს განაცხადის შევსება ამ ლინკზე შეუძლიათ.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები