LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოჯახო ბიბლიოთეკა ბავშვის განვითარებაზე დადებითად მოქმედებს

666
chlbook-news

სახლში მოწყობილი ბიბლიოთეკა ბავშვის განვითარებაზე დადებით გავლენას ახდენს – აღნიშნულ დასკვნამდე მივიდნენ მკვლევარები, რომლებმაც დაადგინეს, რომ გაზრდა იმ სახლში, სადაც წიგნებია, ავითარებს ბავშვის როგორც ჰუმანიტარულ, ასევე ტექნიკურ უნარებს.

„საშინაო ბიბლიოთეკის ქონა უფრო დაეხმარება ბავშვს – შეიძინოს უკეთესი ლიტერატურული და მათემატიკური უნარები, ვიდრე კოლეჯში სწავლა“- ირწმუნებიან კვლევის ავტორები.

მათი აზრით, თუკი ადამიანი ბავშვობიდან კითხულობს, მას არასოდეს ტოვებს ახლის შემეცნების და ახალი ინფორმაციის მიღების სურვილი. მათივე თქმით სასურველია, რომ სახლში მოწყობილი ბიბლიოთეკა მინიმუმ 80 წიგნისაგან შედგებოდეს.

კვლევების შედეგად, რომელთა ფარგლებშიც სტუდენტების მონაცემები შეისწავლეს დადგინდა, რომ ის სტუდენტები, რომლებიც ბავშვობაში  საოჯახო ბიბლიოთეკით სარგებლობდნენ, გამოირჩეოდნენ არა მხოლოდ მდიდარი ლექსიკური მარაგით, არამედ  ახალი ინფორმაციის ათვისების და გააზრების უკეთესი უნარითაც. ამასთანავე, ისინი ბევრად უფრო იოლად ახერხებდნენ სოციუმში ინტეგრირებას და თავის დამკვიდრებას საზოგადოებაში.

კვლევამ აჩვენა ისიც , რომ საოჯახო ბიბლიოთეკის მოცულობა სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვაა. მაგ: სკანდინავიის ქვეყნებში ყველაზე დიდი ბიბლიოთეკები აქვთ. ნორვეგიელების 14%-ს და შვედების 13%-ს სახლში 500-ზე მეტი წიგნი აქვს. საშუალოდ 80 წიგნზე ნაკლებია ჩილეს, საბერძნეთის, იტალიის, სინგაპურის და თურქეთის საოჯახო ბიბლიოთეკებში.

„ჩათვალეთ, რომ მდიდარი საოჯახო ბიბლიოთეკა რამოდენიმე დამატებითი სასწავლო წლის ექვივალენტია“- აცხადებენ კვლევის ავტორები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები