LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებმა აქცია გამართეს

75
publika.ge-1600165795-

 

ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებმა, საბანკო ვალდებულებების ერთი წლით გადავადებისა და სახელმწიფოსგან პროცენტის სრული სუბსიდირების მოთხოვნით, მორიგი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო სეზონი ჩავარდა და საბანკო დავალიანებს ვეღარ იხდიან.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქობულეთში საბანკო დავალიანების გამო საცხოვრებელი სახლებს კარგავენ.

აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდონარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეებს ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე შეხვდა. მისი განმარტებით, ხელისუფლება ამ საკითხის მოგვარებაზე მუშაობს.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არ გაჩერდებიან, სანამ ხელისუფლება ამ პრობლემას არ მოაგვარებს. საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებმა 18 სექტემბრისთვის მორიგი საპროტესტო აქციაც დააანონსეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები