LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი ამოქმედდება

70
298-17

სემეკის დადგენილების თანახმად, 2020 წლის 1-ლი იანვრიდან, საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი ამოქმედდება. ინფორმაციას კომპანია GWP ავრცელებს. გადახდის ახალი წესი მხოლოდ იმ ტიპის საოჯახო სასტუმროებზე გავრცელდება, სადაც მფლობელი თავად ცხოვრობს ბინაში, პარალელურად, აქირავებს ბინას ტურისტებზე და უწევს მათ მომსახურებას.

სემეკის ახალი დადგენილების მიხედვით 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამ ტიპის საოჯახო სასტუმროებს მოხმარებული წყლის საფასური ერთ-ერთი შემდეგი წესით დაერიცხება: ერთ შემთხვევაში საოჯახო სასტუმრო ისარგებლებს ერთი აღრიცხვის სისტემით – თუ საოჯახო სასტუმრო ერთი თვის განმავლობაში 25 მ3-ზე ნაკლებ წყალს მოიხმარს, წყლის საფასურს გადაიხდის საყოფაცხოვრებო ტარიფით. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მოხმარება 25მ3-ზე მეტი იქნება, მხოლოდ გადაჭარბებულ ოდენობაზე გადაიხდის არასაყოფაცხოვრებო ტარიფით. მაგალითად აბონენტმა (საოჯახო სასტუმრომ) მოიხმარა პირობითად 30მ3 წყალი, 25მ3-ზე გადაიხდის საყოფაცხოვრებო ტარიფით. ხოლო 5მ3-ზე გადაიხდის არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.

მეორე შემთხვევაში ობიექტზე წყლის მოხმარება აღირიცხება ორი მრიცხველით – ბინის იმ ნაწილზე, სადაც თავად ცხოვრობს მფლობელი წყლის საფასურს გადაიხდის საყოფაცხოვრებო ტარიფით, ხოლო იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების მიღება და მომსახურება, წყლის საფასურს გადაიხდის არასაყოფაცხოვრებო ტარიფით“, – აცხადებენ GWP-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები