LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულთა ავტომობილები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს

117
1521796414-1440484125409291

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ პირთა კუთვნილი სამი ავტომობილი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს.

როგორც ჟურნალისტებს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კობა ცერცვაძემ განუცხადა, ინტენსიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

„მოლაპარაკებების შედეგად, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელთან ადმინისტრაციულ საზღვართან გადმოგვცეს უკანონოდ დაკავებული პირების  კუთვნილი სამი ავტომობილი. რაც შეეხება თვითონ დაკავებულ პირებს, ინტენსიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს რათა უკანონოდ დაკავებული პირები რაც შეიძლება დროულად დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს“, – განაცხადა კობა ცერცვაძემ.

რუსმა სამხედროებმა 17 აგვისტოს საქართველოს შვიდი მოქალაქე  დააკავეს. რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი დღეს დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები