LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გადაიდო

94

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გადაიდო. მიზეზად საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხები სახელდება. სხდომა პარლამენტის ქუთაისის შენობაში 21:00 საათზე იყო დანიშნული.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით აზრთასხვადასხვაობაა, მათ შორის გააქტიურებულია საუბრები შიდაპარტიულ დისციპლინაზე. ამ თემებზე დისკუსია კი მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ, თანაგუნდელები ნინია კაკაბაძის მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა.

დეპუტატი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. დეპუტატის თქმით, ივანიშვილს დიდი პოლიტიკური კაპიტალი აქვს.